ექიმი ვასილ ფარცხალაძე – ჯანმრთელობის სახლ გურიაში

ჩვენს კლინიკას შემოუერთდა ექიმი ვასილ ფარცხალაძე. ბატონი ვასილის საექიმო საქმიანობა მოიცავს თერაპიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის და გადაუდებელი მედიცინის მიმართულებებს.

ენდოკრინოლოგიური პროფილის პაციენტებს შეუძლიათ მოგვმართონ შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე ვასილ ფარცხალაძესთან.

ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 591 33 22 55

ტრენინგი საექთნო საქმეში

კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” სპეციალური მოწვევით ექთნებს და სანიტრებს ტრენინგი ჩაუატრეს მოწვეულმა ეპიდემიოლოგმა თამარ მეფარიშვილმა და სასწავლო პროგრამებში სერთიფიცირებულმა ექთანმა, მაია გაბუნიამ.

სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელების ჰიგიენის უნარ – ჩვევების პრაქტიკას და მაღალი რისკის შემცველი მედიკამენტების მართვას.

საექთნო სწავლება მუდმივი პროცესია და მსგავსი თემატური ტრენინგები კვლავ გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ექიმები დაჯილდოვდნენ

26 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ჩვენი კლინიკის შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” ექიმები: ზოგადი ქირურგი – ცისანა გოგოლაძე, კლინიკის სამედიცინო დირექტორი, თერაპევტი და კარდიოლოგი – თეიმურაზ კოროშინაძე.