შეხვედრა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით

25 აპრილს, ბათუმში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემაზე – „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“, მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.

ჩვენი ორგანიზაციიდან შეხვედრას დაესწრო კლინიკის ფინანსური მენეჯერი თამარ ჩხიკვაძე.