შეხვედრა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით

25 აპრილს, ბათუმში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თემაზე – „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“, მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები.

ჩვენი ორგანიზაციიდან შეხვედრას დაესწრო კლინიკის ფინანსური მენეჯერი თამარ ჩხიკვაძე.

ორთოპედი, ტრავმატოლოგი – რაულ პაქსაძე

ჩვენს გუნდს შემოუერთდა ექიმი რაულ პაქსაძე.

საქმიანობის სფერო: ტრავმატოლოგია, ორთოპედია, ქირურგია.

ბატონი რაული ჯანმრთელობის სახლ გურიაში კონსულტაციებს ჩაატარებს 11 და 25 მაისს, 11:00 საათიდან.
მის: ჩოხატაური. ი. ჭავჭავაძის N1.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
კლინიკის რეგისტრატურას: +995 591 33 22 55
მრავალწლიანი თანამშრომლობა – ელიკო მსხილაძე

 

“ჩემთვის ეს კლინიკა მეორე ოჯახია. საავადმყოფოს გახსნის დღიდან აქ ვმუშაობ.
ჩვენ წლებია ერთად ვქმნით სასიამოვნო გარემოს, სადაც პაციენტზე ზრუნვას და ჰიგიენის დაცვას დიდი ყურადღება ეთმობა. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვარ” – ელიკო მსხილაძე, სანიტარი.

სამედიცინო აქცია ჯანმრთელობის სახლ გურიაში

7 აპრილს, ჩოხატაურში, პროფესორ ჟორდანიას და პროფესორ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმ-სპეციალისტებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო მომსახურება გაუწიეს.

სამედიცინო აქცია გაიმართა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კლინიკა ჯანმრთელობის სახლი გურიაში პარტნიორობით.

 

ჯანმრთელობის სახლი გურიაში ბიზნეს ფორუმზე

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის სახლს გურიაში გადაეცა ჯილდო – სკოლის მხარდამჭერი ბიზნესი. 

სკოლა – ბიზნესის ფორუმზე მოეწყო გურიის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენაამ დღისთვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადესრომელიც სკოლებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების გადაჭრას ისახავს მიზნად.

ჯანმრთელობის სახლი გურიაში აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროექტში და გამორჩეულ ინიციატივას წელსაც დააფინანსებს.