სამედიცინო აქცია ჯანმრთელობის სახლ გურიაში

7 აპრილს, ჩოხატაურში, პროფესორ ჟორდანიას და პროფესორ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმ-სპეციალისტებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო მომსახურება გაუწიეს.

სამედიცინო აქცია გაიმართა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კლინიკა ჯანმრთელობის სახლი გურიაში პარტნიორობით.