ჯანმრთელობის სახლი გურიაში ბიზნეს ფორუმზე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის სახლს გურიაში გადაეცა ჯილდო – სკოლის მხარდამჭერი ბიზნესი.
სკოლა – ბიზნესის ფორუმზე მოეწყო გურიის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა. ამ დღისთვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც სკოლებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების გადაჭრას ისახავს მიზნად.
ჯანმრთელობის სახლი გურიაში აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ პროექტში და გამორჩეულ ინიციატივას წელსაც დააფინანსებს.